ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი: წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. არ ვმუშაობთ წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომელიც ირანის რეჟიმის მნიშვნელოვნად დასუსტებას ითვალისწინებს

ბბბ

 ისრაელის სამხედრო ძალებს ირანში ოპერაციისთვის, მინიმუმ, სამი კვირის გეგმები აქვთ, რომლის დროსაც ათასობით სამიზნეს დაარტყამენ. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არა წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ მიზნების მისაღწევად მუშაობენ.

„წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. მზად ვართ მოქმედებისთვის, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან კოორდინაციით, გეგმის მიხედვით, სულ მცირე, ებრაული დღესასწაულის, პასექის ჩათვლით, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. უფრო დიდი გეგმები გვაქვს სამი კვირის შემდეგაც კი. არ ვმუშაობთ წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომელიც ირანის რეჟიმის მნიშვნელოვნად დასუსტებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.