გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის კიდევ რამდენიმე გემი დააკავეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, გემები, რომლებიც ომისგან განადგურებულ ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებას ცდილობდნენ, ისრაელის ძალებმა საერთაშორისო წყლებში დააკავეს.
ფლოტილიის განცხადებით, გემებს 110 000 დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გადაჰქონდათ, რომელიც ღაზაში შიმშილობის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.
„ისრაელის სამხედროებს არ აქვთ უფლება საერთაშორისო წყლებზე. ჩვენი ფლოტილია მათ არანაირ ზიანს არ აყენებს“, – ნათქვამია თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის (FFC) განცხადებაში.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფლოტილიის გემები და მგზავრები უსაფრთხოდ არიან, ისრაელის პორტში გადაიყვანეს და მათი დეპორტაცია მალე განხორციელდება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის რამდენიმე გემი შეაჩერეს და ბორტზე მყოფი აქტივისტები, მათ შორის გრეტა ტუნბერგი დააკავეს. ფლოტილია ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ღაზაში მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას ცდილობს.