ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზაში 5-სართულიანი სახლი დაინგრა - დაღუპულია 90 ადამიანი, მათ შორის - ბავშვები

აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაში 5-სართულიანი სახლი დაინგრა. დაიღუპა 90 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები - სახელმწიფო დეპარტამენტი მომხდარს "საშინელ ინციდენტს" უწოდებს.

გაეროს მონაცემებით, ეს ისრაელის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

"ცახალის" განმარტებით, დარტყმა ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" წევრების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.