ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ გააკეთა ყველაფერი, მდინარე იორდანეს ნაპირზე პალესტინელებზე ებრაელთა თავდასხმების შესაჩერებლად - ისააკ ჰერცოგი

ისააკ ჰერცოგი

ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებზე ებრაელთა თავდასხმების შესაჩერებლად, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა.

ისააკ ჰერცოგის თქმით, სახეზეა ნაციონალისტური ხასიათის დანაშაულის ძალიან სერიოზული გამოვლინებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფუნქციონირების უნარს და ძირს უთხრის სუვერენიტეტის განხორციელების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას.

„ისრაელი დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა. არავის აქვს უფლება, კანონი საკუთარ ხელში აიღოს. ეს დიდ ზიანს აყენებს ისრაელის კარგ სახელს; ეს ლაქაა მის იმიჯზე და, რაც მთავარია, უპირველეს ყოვლისა, ზიანს აყენებს თავად განსახლების პროცესს. ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ბერკეტი და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც უნდა უზრუნველყოს ისინი, რათა ეს მოვლენა შეწყდეს. არსებობს სამართლებრივი და სხვა საშუალებები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ამ მოვლენის შესაჩერებლად და აღსაკვეთად, რადგან ის ჩვენი არ არის, ჩვენ არ გვეკუთვნის და არც ებრაულია და არც ისრაელური“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

✕