დღეს სარკისებური თარიღია - გადატვირთეთ თქვენი ცხოვრება და აისრულეთ სანუკვარი სურვილები
1760040007
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ დაკავებული 48 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
მძევლების გათავისუფლება უსაფრთხოების დარღვევისთვის დაკავებული 2 000-მდე პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარების ნაწილობრივი გაყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპია.
შეთანხმებას ხმა ისრაელის მინისტრების უმრავლესობამ მისცა, მათ შორის იმ მინისტრებმაც, ვინც ადრე მას ეწინააღმდეგებოდა.
შეთანხმების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის ახალ ხაზებზე დაბრუნდება და შეინარჩუნებს კონტროლს ღაზას ტერიტორიის დაახლოებით 53%-ზე, რის შემდეგაც დაიწყება 72-საათიანი ვადა, რომელიც „ჰამასს“ყველა მძევლის გასათავისუფლებლად მიეცემა.
ისრაელური მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ ამოქმედდება, თუმცა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ 24-საათიანი პერიოდის შემდეგ, ღაზაში დაკავებული მძევლები 72 საათის განმავლობაში გათავისუფლდებიან.