ისრაელის მედია - ირანზე აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება

ირანი

ისრაელში წყაროები აცხადებენ, რომ ირანზე ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ოპერაცია ერთობლივად თვეების განმავლობაში იგეგმებოდა.

თავდაპირველად რამდენიმე აფეთქება ირანის დედაქალაქ თეირანში მოხდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვა დაიწყო ისპაჰანში, ყუმში, კარაჯში და ქერმანშაჰში.

„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ აშშ-ის დარტყმები ამჟამად სამხედრო სამიზნეებზეა ორიენტირებული, თუმცა მიმდინარე ოპერაციის შესახებ დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

კიდევ ერთმა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დარტყმების მიზანია ირანის სამხედრო საფრთხის განეიტრალება და აშშ-ის ძალების დაცვა.