ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ
1775710410
ისრაელის იერიშების შედეგად, სამხრეთ ლიბანში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ლიბანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
ისრაელის სამხედროებმა იერიშის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს.
მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანზე დარტყმები 8 აპრილს გააძლიერა და განაცხადა, რომ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰეზბოლასთან“ ბრძოლა არ შედის.
ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 8 აპრილს იერიშებს, სულ მცირე, 182 ადამიანი ემსხვერპლა, 890 დაშავდა, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე ომის დროს, ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია