„ისინი სახლში შევიყვანე  და თავი დავიკბინე“ - ქალი ამტკიცებს, რომ ფუტკრის ნაკბენი მას უკეთ ცხოვრებაში ეხმარება

მეფუთკრე

ამერიკელი ქალი, სახელად მარგარეტი, ამტკიცებს, რომ ფუტკრის ნაკბენს ტკივილგამაყუებელი ეფექტი აქვს და კარგია მათთვის, ვისაც ართრიტი აწუხებს.

მარგარეტი განმარტავს, რომ ეს მისთვის უფრო მეტია, ვიდრე „ხალხური მედიცინა“, რადგან ფუტკრის შხამის ინექცია ეხმარება ტკივილს, აუმჯობესებს განწყობას და აძლიერებს სექსუალურ ცხოვრებას .

2013 წელს TLC-ის My Strange Addiction- ში გამოსვლისას მან განმარტა: „მე ისინი შევიყვანე სახლში და თავი დავიკბინე. მეორე დღეს უფრო ადვილად გადაადგილება მოვახერხე... გასაკვირი იყო, რომ ეს რეალურად მუშაობდა. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მარტივი იყო“.

მან გაამხილა, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მან ფუტკრებს თავი დაახლოებით 100-ჯერ დააკბენინა, რათა გამოეყენებინა შხამის „ანთების საწინააღმდეგო“ და „ტკივილგამაყუჩებელი“ თვისებები.

მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრის ნაკბენის გამოყენება სამედიცინო მოტივებით დაიწყო, ის სწრაფად გადაიქცა დამოკიდებულებად მარგარეტისთვის - იმდენად, რომ ის ფუტკრებსაც კი ატარებდა თავის ჩანთაში, როდესაც მას სურდა დოზის მიღება, სანამ გარეთ იმყოფებოდა.

დღეში ერთი ნაკბენი 15-ში გადაიზარდა და მისმა ქმარმა შეშფოთება გამოთქვა ცოლის ფუტკრებზე დამოკიდებულების გამო. ამის გამო იგი მარგარეტის მკურნალ ექიმს დაუკავშირდა.

ექიმმა განმარტა, რომ ამ ქცევას, შესაძლოა, ფატალური შედეგი მოჰყოლოდა და მას ალერგიაც კი დაწყებოდა ფუტკრის ნაკბენზე.

„ისინი მაგრძნობინებენ თავს უკეთესად და როდესაც დიდი ხანი ნაკბენი არ მაქვს, ვგიჟდები. ისინი ათავისუფლებენ ჩემს შფოთვას და ათავისუფლებენ სხვა სიმპტომებს“,- ამბობდა მარგარეტი.

ამასთან, გვინეტ პელტროუმ 2016 წელს თქვა, რომ მსგავსი მეთოდი მასაც გამოუცდია: „მე ფუტკარმა დამკბინა. ეს არის ათასობით წლის წინანდელი მკურნალობა, რომელსაც ეწოდება აპითერაპია“.

მკვლევრები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ფუტკრით ან ფუტკრის შხამით ნებისმიერი სამკურნალო საშუალება „უსაფრთხო და მიზანშეწონილი“ არის.