უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ირანი გარიგების დადებამდე ვერცერთი გემის შესვლისა და გასვლის ნებართვას ვერ მიიღებს.
„არცერთ გემს არ შეუძლია შესვლა ან გასვლა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თანხმობის გარეშე. ის „მჭიდროდ დალუქულია“ ვიდრე ირანი გარიგებას არ დადებს“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ირანის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირებაა.
„ირანს ძალიან უჭირს, ვერ გაუკვევიათ, ვინ არის მათი ლიდერი, უბრალოდ არ იციან. შიდა დაპირისპირებაა „რადიკალებსა“ და „ზომიერებს“ შორის. „რადიკალები“ ბრძოლის ველზე გამანადგურებელ მარცხს განიცდიან, „ზომიერები“ საერთოდ არ არიან ზომიერები (მაგრამ აქვთ პატივისცემა), უბრალოდ სიგიჟეა“, – წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.