ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
ირანში მიმდინარე მოვლენები გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს პროცესში ჩართულ მხარეებს, სასწრაფოდ დაიწყონ დიალოგი სიტუაციის განსამუხტად.
საკითხის ირგვლივ კეთდება პოლიტიკური განცხადებებიც. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი მოვლენების განვითარებას ელოდება და მისთვის ყველა შესაძლო ვარიანტი კვლავ მაგიდაზე დევს - სწორედ ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას სამხედრო გზით დაუპირისპირდეს და შეასრულოს სიტყვა, რომელიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს ირანული პოლიციის წინააღმდეგ მებრძოლ დემონსტრანტებს მისცა.
ტრამპის მთავარ მოთხოვნას, სიკვდილით არავინ დასაჯონ - ოფიციალური თეირანი ამ დროისთვის ასრულებს.