ირანში აცხადებენ, რომ ისპაანში მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელს არ უპასუხებენ - Reuters

irani

ირანში აცხადებენ, რომ ისპაჰანში მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელისთვის პასუხის გაცემა არ იგეგმება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

„ინფორმაცია, რომ ინციდენტის უკან გარე ჩარევა იდგა, არ დადასტურდა. ქვეყნის ფარგლებს გარედან არანაირი თავდასხმა არ ყოფილა“, - განუცხადა Reuters-ს ირანელმა ოფიციალურმა პირმა.

დღეს დილით ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა - ცნობა ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისპაჰანის თავზე სამი დრონი ჩამოაგდო, რასაც მცირე აფეთქებები მოჰყვა.