ირანში აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ირანი

ირანში აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

თეირანში საბაჟოს შენობასთან ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. ირანელი მოხალისეების სამხედრო დაჯგუფება ბასიჯის წევრებმა თავის დაღწევის მცდელობისას ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად რამდენიმე დემონსტრანტი დაიღუპა.

თეირანის მმართველობის წინააღმდეგობისთვის ქალაქ ქიარმანშაჰში ქურთმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ე.წ. მოიერიშე დანაყოფი შექმნეს.

ქალაქ ესფარაენში კი დემონსტრანტების მიერ პროკურატურის შენობის გადაწვის შედეგად პროკურორი და რამდენიმე ძალოვანი დაიღუპა.

ამის ფონზე განცხადება გაავრცელა აიათოლას რეჟიმმა და დემონსტრანტებს სახელმწიფო ქონების განადგურების ან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრების მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენითა და მასობრივი დახვრეტით დაემუქრა.