ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმების გაგრძელებამ ისევ ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია - BBC

Politico: ჩეხეთი რუსული ნავთობის შეძენით სარგებელს ნახულობს

ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმების გაგრძელებამ ისევ ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი 2.2%-ით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელზე 96.70 დოლარი შეადგენს. ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 2.8%-ით გაიზარდა და 96.90 დოლარი შეადგინა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ირანსა და აშშ-ის შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგაც ლიბანზე თავდასხმები განაგრძო.

მანამდე, 8 აპრილს, ნედლი ნავთობის ფასები ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დონალდ ტრამპის თანხმობის შემდეგ 15%-ით დაეცა და ბარელზე 92 დოლარზე ნაკლები შეადგინა. თუმცა, დღის ბოლოს ფასები მცირედით ისევ გაიზარდა.

მედიის ცნობით, ნავთობის ფასები კვლავ გაცილებით მაღალია, ვიდრე 28 თებერვალს ანუ ომის დაწყებამდე იყო.