ირანმა საჰაერო სივრცე გახსნა - Reuters

ირანმა საჰაერო სივრცე გახსნა

ირანის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე გახსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ირანმა საჰაერო სივრცე გუშინ დაკეტა. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ის საერთაშორისო რეისები, რომელთა დანიშნულების ან გამგზავრების ადგილი უშუალოდ ირანი იყო.

მოგვიანებით შესაბამისი NOTAM-ი გაუქმდა. ერთ-ერთმა პირველებმა ირანში რეისების შესრულება Mahar Air-მა, Yazd Airways-მა და AVA Airlines-მა განაახლეს.

ამ მომენტისთვის ირანის თავზე ათეულობით თვითმფრინავი დაფრინავს.

როგორც Reuters-ი წერს, საჰაერო სივრცის დაკეტვა აშშ-თან მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციის ფონზე მოხდა.