ირანმა ისრაელის მიმართულებით თავდასხმების მორიგი სერია დაიწყო - გამთენიისას ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს

ირანი

 ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების ესკალაცია უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.

ირანმა ისრაელის მიმართულებით თავდასხმების მორიგი სერია დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ გამთენიისას ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. თავდაცვის სისტემები საფრთხის მოსაგერიებლად მუშაობენ. მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე შესაბამისი დირექტივები გაეგზავნათ.

საჰაერო განგაშის სისტემები მუშაობს იერუსალიმსა და ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. ეს შუაღამის შემდეგ ირანიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო იერიშის უკვე მესამე ტალღაა. აფეთქებების ხმა ისმოდა ღამით თელ-ავივშიც. იერიშების შემდეგ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.