ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

 სარაკეტო დარტყმები

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.