„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფიმ დეფრინმა განაცხადა.
მისი თქმით, დრონების მოსაგერიებლად ამოქმედებულია ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
„საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა საფრთხეების მოსაგერიებლად მუშაობს. ეს განსხვავებული მოვლენაა იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია, რთულ საათებს ველით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება“, – განაცხადა ეფი დეფრინმა.