1776520483
ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიკეტა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ აშშ-ს სრუტის საზღვაო ბლოკადა ამ დრომდე არ მოუხსნია.
„ამის გამო, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი აღდგება, როგორც ეს მანამდე იყო. აღნიშნული სტრატეგიული საზღვაო გზა შეიარაღებული ძალების მკაცრი მართვისა და კონტროლის ქვეშ იმყოფება“, - ციტირებს ტელეარხი გუშაგთა კორპუსის განცხადებას.
ირანული მხარის მტკიცებით, სანამ აშშ ბლოკადას არ მოხსნის და ირანში, ან ირანიდან მიმავალ გემებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ მისცემს, სრუტე მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება.
ცნობისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილად გუშინ გამოაცხადა.












