თეთრი სახლის პრესსპიკერი ინფორმაციას ავრცელებს
1772299478
.ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის ხომალდები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რადიოსიგნალებს იღებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არ აქვთ“.
ამასთან, Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს მსგავსი ბრძანების გაცემის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
რატომაა მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე?
ჰორმუზის სრუტე 167 კილომეტრი სიგრძისა და 39-97 კილომეტრის სიგანისაა. მისი ყველაზე ვიწრო ნაწილი ირანისა და ომანის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს. ეს არის სტრატეგიული ადგილი, რომელსაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამ სრუტის მეშვეობით გადააქვთ ტანკერებს ნავთობი, რომელსაც სპარსეთის ყურეში მოიპოვებენ. ამ სრუტით სპარსეთის ყურე ომანის ყურეს, შემდეგ კი არაბეთის ზღვასა და ოკეანეს უკავშირდება.
რა რაოდენობის ნავთობი გადის ჰორმუზის სრუტის გავლით?
სპარსეთის ყურეში ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოებია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, 2024 წელს სრუტეში გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით ოცმა პროცენტმა გაიარა.
ჰორმუზის სრუტით გადააქვთ მსოფლიოს თხევადი ბუნებრივი აირის 20-25 პროცენტიც.
არსებობს თუ არა ნავთობის გადატანის სხვა გზა?
საზღვაო გზა - არა. ჰორმუზის სრუტე ერთადერთი საშუალებაა, რომ გემებით ტვირთი სპარსეთის ყურიდან გამოიტანო.
ვის ეკუთვნის ჰორმუზის სრუტე?
სრუტეში მოქმედებს გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო კონვენცია (UNCLOS). ის გემებს სრუტეში ტრანზიტით გავლის უფლებას ანიჭებს. მაგრამ ირანს ამ კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია. ამის გამო მას პოტენციურად შეუძლია ნაოსნობა შეაფერხოს. მეორე მხრივ, ამ კონვენციისთვის ხელი არც აშშ-ს აქვს მოწერილი.
რას გამოიწვევს სრუტის დაკეტვა?
ფასების ზრდას მთელ მსოფლიოში. ეს იმოქმედებს არა მხოლოდ წვრილ ბიზნესზე, არამედ ისეთი დიდი ქვენების ეკონომიკაზეც, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, ისინი სრუტით გადატანილი ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის არიან.
ი