"ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს..." - როდის გამოიდარებს საქართველოში
1778047012
ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მორიგი იერიში მიიტანა. დრონებისა და რაკეტების სამიზნეში მოექცა ფუჯაირას პორტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა. თავდასხმაზე კომენტარი ირანს ჯერ არ გაუკეთებია.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კი თავდასხმას საშიში ესკალაცია უწოდა და თეირანს იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და საპასუხო რეაქციისთვის „სრულ და ლეგიტიმურ უფლებას“ იტოვებენ.