ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი

ესმაილ ბაღემი

ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აშშ-თან მოლაპრაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა თეირანს არ აქვს.

„ჩვენ გვჯერა ირანის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად ვადების ან ულტიმატუმების“, – აღნიშნა ბაღეიმ.

გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.