„ტკივილიანი და სევდიანი ბოლო ზარი დაირეკა...“ - სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
1778271651
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს დანებდება ზეწოლას“. მან დაგმო ირანზე განხორციელებული ამერიკული დარტყმები მას შემდეგ, რაც დაძაბული ზავის ფონზე, გუშინ მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
„ყოველ ჯერზე, როდესაც მაგიდაზე დიპლომატიური გადაწყვეტა დევს, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე. „მიზეზების მიუხედავად, შედეგი ყოველთვის ერთია: ირანელები ზეწოლას არასოდეს ეგუებიან, დიპლომატია კი ყოველთვის მსხვერპლია“.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა სამიზნეში ამოიღეს ის ირანული სამხედრო ობიექტები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფ ამერიკულ ხომალდებზე თავდასხმაში.