ორი დაღუპული და ერთი დაშავებული - უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
1769708612
ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში - მათგან არცერთი არ არის ევროპული, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
„ამის ნაცვლად, ევროპა დაკავებულია ცეცხლზე ნავთის დასხმით. მას შემდეგ, რაც მან აშშ-ის მითითებით გაეროს სანქციების აღდგენის მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი, ახლა კიდევ ერთ უდიდეს სტრატეგიულ შეცდომას უშვებს და ჩვენს ეროვნულ არმიას ე.წ. „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს.
თუ გვერდზე გადავდებთ მის შერჩევით აღშფოთებაში გამოვლენილ აშკარა თვალთმაქცობას - როდესაც ის არანაირ ზომებს არ იღებს ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული გენოციდის საპასუხოდ და ამავდროულად ჩქარობს „ადამიანის უფლებების დაცვას“ ირანში - ევროპის ეს პიარ-სვლა ძირითადად მიზნად ისახავს იმის შენიღბვას, რომ ის მძიმე დაღმასვლის გზაზე მყოფი აქტორია.
უფრო მეტიც, ვინაიდან ჩვენს რეგიონში სრულმასშტაბური ომი გარდაუვალად მოახდენს მასშტაბურ გავლენას ევროპის კონტინენტზეც - მათ შორის ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის თანმდევი ეფექტებით - ევროკავშირის ამჟამინდელი პოზიცია ღრმად აზიანებს მისსავე ინტერესებს. ევროპელები იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათ მთავრობებს შეუძლიათ შესთავაზონ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.