ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლი ჩვეულებრივ მოვლენად არ უნდა იქცეს - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლი „ახალ ნორმად“ არ უნდა იქცეს - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. მან თეირანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანაოსნო გზის ბლოკირებისა და სხვა ქვეყნებისთვის სრუტეში გავლის სანაცვლოდ ფულის გამოძალვის მცდელობის გამო გააკრიტიკა.

„ისინი ცდილობენ, ეს ვითარება ჩვეულებრივ მოვლენად აქციონ“, - აღნიშნა რუბიომ თეთრ სახლში გამოსვლისას. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმის დაკანონებას, რომ მათ სავაჭრო გემების აფეთქებისა და წყალში ნაღმების დაგების უფლება აქვთ“.

მან ასევე მოითხოვა, რომ სრუტემ იმავე რეჟიმში იმუშაოს, როგორც ომამდე მუშაობდა.

„ჩვენი სურვილია, ეს სრუტეები ისე გაიხსნას, როგორც წესით უნდა იყოს - დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც ადრე გვქონდა“, - დასძინა რუბიომ.