ირანის პრეზიდენტის შვილი ინფორმაციას ავრცელებს
1772284415
შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სამხრეთ ირანში, ჰორმოზის პროვინციაში მდებარე გოგონათა სკოლაში 40 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, დარტყმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 40-ს აღწევს. ასევე, დარტყმების შედეგად მინიმუმ 45 ადამიანი დაშავდა.
Associated Press-ი ასევე წერს, რომ ქალაქ მინაბში ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ბაზა მდებარეობს.