1780955048
ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტირეზე იერიში მიიტანა - „ბიბისი“
ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტირეზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
ირანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ლიბანში თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი დარტყმები განახორციელოს.
მიუხედავად ამისა, ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კონფლიქტს ქვეყანაში უკვე 3 666 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გაერო-ს შეფასებით, თითქმის ერთი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად რჩება, 1.4 მილიონ ადამიანს კი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.











