„ირანი სულელურად მოიქცევა, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გარიგებას არ დადებს" - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

 „ირანი სულელურად მოიქცევა, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გარიგებას არ დადებს" - განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში გააკეთა.

საუბარია ბირთვულ სფეროში შეთანხმებაზე, რომელიც ირანის მხრიდან ატომური იარაღის ფლობაზე უარის თქმას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპი იმეორებს, რომ მოცემულ მომენტში ირანის მიმართულებით ფლოტი მიემართება.

"ჩვენ წინა ჯერზე მათ ბირთვულ შესაძლებლობებს დავარტყით და ვნახეთ, ამჯერად კიდევ მოგვიწევს თუ არა მეტი სამიზნის განეიტრალება", - თქვა ტრამპმა.