დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
რუსეთი და ჩინეთი ირანს სხვადასხვა გზით ეხმარებიან, მათ შორის "სამხედრო თანამშრომლობის" გზით, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
არაღჩიმ რუსეთი და ჩინეთი თეირანის სტრატეგიულ პარტნიორებად მოიხსენია აშშ-სთან და ისრაელთან ომის პერიოდში.
"ჩვენ წარსულში მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა, რომელიც დღემდე გრძელდება, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობა. ირანი კარგად თანამშრომლობს ამ ქვეყნებთან: პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც კი", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ირანს მცირე დახმარებას უწევდეს.