ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
რუსეთის აგრესიამ ევროპაში ახალ დონეს მიაღწია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვადეპულმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინისა და მისი მხარდამჭერების მიმართ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებს.
„რუსეთის ჰიბრიდულმა თავდასხმებმა მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს, ახალ დონეს მიაღწია“, – განაცხადა ვადეპულმა.
ამასთან, მინისტრმა აგვისტოს დასაწყისში გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმის მცდელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა სცადა ორი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის აფეთქება დრონის გამოყენებით.
„ეს არ არის რუსეთის მიერ ევროპაში უგუნური და საშიში ესკალაციის იზოლირებული მაგალითი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.
ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მსოფლიოში შიმშილს ამწვავებს“, რადგან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი პორტებზე თავდასხმების გამო ვერ ხერხდებოდა.
„ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად დაბრუნება, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც გზას გაუხსნის ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებისთვის. ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ და გერმანია მზადაა, წვლილი შეიტანოს მშვიდობის მიღწევაში, რომელიც სასწრაფოდ გვჭირდება“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.