პენსიის გაცემის პროცედურა შეიცვალა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
1758656313
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული რადიო Deutschlandfunk-თან აცხადებს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ვადეფულის თქმით, ტრამპმა გააცნობიერა, რომ ძალისხმევა, პუტინი უკრაინაში ომის დასრულებაში დაერწმუნებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევხედოთ, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია თავად. ჩვენ ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია; ყველა ევროპულ სახელმწიფოს არ შეუსრულებია ის, რასაც უკრაინას დაჰპირდნენ. ჩვენ უნდა ვნახოთ, სხვა რა ფინანსური და სამხედრო ვარიანტები გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადებები იყო კარგი უკრაინისთვის და ევროპისთვის. ამასთან, მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების ძალისხმევა არ იქნება მარტივი.
ცნობისთვის, ნიუ იოკრში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვფიქრობ, უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით, ვინ იცის, შესაძლოა, ამაზე უფრო შორსაც წავიდეს“.