საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911
ცენტრალურ ინდოეთის ნაკრძალში 13 სპილოდან ათი გარდაიცვალა სამი დღის განმავლობაში. კერძოდ, პარკის დაცვამ შენიშნა რამდენიმე სპილო, რომლებიც ცუდად გამოიყურებოდნენ და ამის შესახებ შეატყობინა მენეჯმენტს, რომელმაც გამოიძახა ვეტერინარები, წერს The Independent .
თავდაპირველად 4 სპილო დაიღუპა. ვეტერინარმა სხვა ცხოველებს სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა მეორე დღეს, კიდევ 4 გარდაიცვალა. ბოლოს კი კიდევ ერთი წყვილი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ელოდებიან გაკვეთის შედეგებს სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზის გასაგებად. დანარჩენი სამი სპილო, რომელიც ცოცხლად დარჩა, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„გამოძიება მიმდინარეობს, იყო თუ არა ეს მოწამვლა. არის გარკვეული მინიშნებები, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ამისი თქმა მხოლოდ მაშინ, როცა დასკვნა მოვა", - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Indian Express-ს ანონიმურად.
ამავდროულად, ნაკრძალის დირექტორის მოადგილემ ისაუბრა ადგილობრივ მოსავალზე, რომელიც ზოგჯერ საშიშია სპილოებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიკვლევთ სხვადასხვა შესაძლებლობებს, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ მარცვლეულს გამოეწვია სიკვდილი“,- თქვა მან.