ილონ მასკის პოლიტიკური პარტია ჩვენ დაგვეხმარება, მესამე პარტიები ყოველთვის კარგი იყო ჩემთვის - ტრამპი

ტრამპი მასკი

ილონ მასკის პოლიტიკური პარტია, „ამერიკის პარტია“ ჩვენ დაგვეხმარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება. ალბათ, დაგვეხმარება. მესამე პარტიები ყოველთვის კარგი იყო ჩემთვის. რესპუბლიკელების შესახებ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის კარგია“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. აშშ-ის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ილონ მასკის იდეა მესამე პარტიის შექმნის თაობაზე სასაცილოა და საზოგადოებაში, შესაძლოა, დაბნეულობა გამოიწვიოს.