ილონ მასკი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება

ილონ მასკი

ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა.

„ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებოდნენ. რა უმადურობაა!“ - აღნიშნა ილონ მასკმა.

ამასთან, „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება.

კერძოდ, მასკი გამოეხმაურა პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელიც „ტრამპის იმპიჩმენტის და მისი ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების“ იდეით გამოვიდა. „დიახ“, - დაწერა ილონ მასკმა პოსტის საპასუხოდ.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ჭკუიდან შეიშალა და მას კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა.

„ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის, შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა, ბაიდენმა რომ არ ქნა ეს!“, - განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.