ილჰამ ალიევი ქალაქ გაბალაში ვიქტორ ორბანს შეხვდა

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქალაქ გაბალაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ალიევისა და ორბანის შეხვედრისას დადებითად შეფასდა აზერბაიჯანსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა. განხილული იქნა თანამშრომლობა ენერგეტიკის, ინვესტიციების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. ასევე აღინიშნა უნგრული კომპანიების მონაწილეობა ჯებრაილის რაიონის ერთ-ერთი სოფლის შენებაში.

ორბანი აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში იმყოფება, რომელიც 7 ოქტომბერს გაბალაში იმართება. თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრები არიან აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, დამკვირვებლის სტატუსი აქვთ უნგრეთს, თურქმენეთს, ასევე არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსს.