,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
აბუ დაბიში 10 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აბუ დაბიში შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგება.
ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებს სომხური მედიაც. მათი ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს გაემგზავრება. დღესვე დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის ლიდერ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ-ნაჰაიანთან.
10 ივლისს კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.