დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ სამხრეთ-დასავლეთ საუდის არაბეთში საჰაერო ბაზას დაესხნენ თავს.
მათივე თქმით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით ხამის მუშაითის ბაზაზე განახორციელეს.
როგორც ცნობილია, იერიშის შედეგად ბაზაზე რადარები, ასაფრენი ბილიკები და საბრძოლო მასალის საწყობები დაზიანდა.
საუდის არაბეთზე „ჰუსიტების“ თავდასხმას ეხმაურებიან ერ-რიადშიც. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვამ დაჯგუფების იერიშის გამო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
სამოქალაქო თავდაცვამ მოქალაქეებს მოუწოდა, შენობაში დარჩნენ და მოერიდონ ღია სივრცეებსა და ფანჯრებს.
„ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ თავს და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. როგორც მედია წერს, დაჯგუფება ბოლო წლებში სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ „ჰუსიტების“ მოძრაობამ იემენის წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.