„ჰეზბოლამ“ ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს

ლიბანი

ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაფასოს იმ მტრის წინაშე დათმობის გზის საშიშროება, რომელსაც  მხოლოდ ძალა ესმის, და დაუბრუნდეს თავის ადგილს — ხალხისა და წინააღმდეგობის გვერდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი და ლიბანი მომავალ კვირას ვაშინგტონში მოლაპარაკებებს გამართავენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ლიბანი მოლაპარაკებების განმეორებით ჩატარებას ითხოვდა. ნეთანიაჰუს თქმით, მან მთავრობას დაავალა, ლიბანთან „პირდაპირი” მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაეწყო.

ლიბანელმა ოფიციალურმა პირმა „სიენენს“ განუცხადა, რომ თავდასხმების პარალელურად მოლაპარაკება არ გაიმართება, და რომ მათ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.