1759512152
ჰააგაში პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ჰააგაში პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციამ აქციის მონაწილეები ჰააგის ცენტრალურ სარკინიგზო მოედანზე დააკავა. დემონსტრანტების ნაწილი სარკინიგზო რელსებზე ჩავიდა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.
პოლიციაში განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების შეურაცხყოფისა და ძალის გამოყენების გამო დააკავეს. თითქმის ყველა დაკავებული – გარდა ერთისა, რომელსაც თავდასხმას ედავებიან – პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მათ ჯარიმები ემუქრებათ.
ამასთან, სარკინიგზო კომპანიები აპირებენ სარჩელის შეტანას „საშიში სიტუაციის შექმნისთვის“ იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც რელსებზე ჩავიდნენ.