სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
უკრაინის კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე ივან ვერბიცკი გახდა, რომელიც ღიად ამბობს, რომ ის გეია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვერბიცკი პასუხისმგებელი იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, სამუზეუმო საქმიანობის განვითარებაზე, კულტურული ღირებულების მქონე ნივთების ექსპორტზე, შემოტანასა და დაბრუნებაზე.
ვერბიცკის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აგრეთვე ომის პირობებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემის გაძლიერება იქნება.
უკრაინული მედია წერს, რომ ვერბიცკი არის ღიად გეი. მან ამის შესახებ განცხადება 2019 წლის ივნისში თავად გააკეთა. ის ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვით არის დაკავებული.