ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ისრაელში საპროტესტო აქცია

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დემონსტრანტებმა თელ ავივთან ახლოს საბურავები დაწვეს და ავტომაგისტრალებზე მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ისრაელის დროშები და ყვითელი ბანერები, რითიც მძევლების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო გამოსვლები მთელი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.