მარშრუტები იცვლება - სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის
1784657786
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 12 ივლისს ქვეყანაში ბრანდენბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატიას პლატცეკი და კანცლერის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, რონალდ პოფალა ჩავიდნენ.
მათი ვიზიტიდან მალევე აზერბაიჯანში ვლადიმირ პუტინის დაახლოებული პირები - რუსეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ვიქტორ ზუბკოვი და სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს თავმჯდომარე, ვალერი ფადეევი ჩავიდნენ.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიჰ მერცმა განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ „არაფერი იცის“.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც მოსკოვს და არც ბერლინს ბაქო მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურად არ გაუფრთხილებია.
„თუ ეს შეხვედრა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ მას“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.