13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, თუმცა უარი თქვა რაიმე დათმობაზე წასვლაზე.
ვადეფულის თქმით, „რა თქმა უნდა, პირველმა უკრაინამ უნდა ისაუბროს“, თუმცა გერმანია მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
„ჩვენ არ გვაქვს მოსკოვში წასვლისა და იქ დათმობებზე წასვლის განზრახვა. ეს არ მოხდება. თუ სროლა შეწყდება და მოლაპარაკებების სერიოზული სურვილი იქნება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, გერმანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვეწნა-მუდარით არ გაედევნება.
„ჩვენ ველით, რომ, საბოლოოდ, გონივრული წინადადებებიდან სულ მცირე ერთს მიიღებენ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან, ასევე, უარყო მოწოდებები, მათ შორის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხრიდან, პუტინთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების უფრო აქტიურად წარმართვის შესახებ.
„კომუნიკაციის საკმარისი არხები უკვე არსებობს. თუმცა, არცერთი არხი არ იქნება სასარგებლო, თუ მას საუბარი არ სურს“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.