აშშ-ის ზეწოლის ფონზე კანადა გეგმავს, კუბას დახმარება გაუწიოს - REUTERS

kanada kuba

აშშ-ის ზეწოლის ფონზე კანადა გეგმავს, რომ კუბას დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

გამოცემის ინფრომაციით, კანადა კუბას დახმარებას იქამდე გაუწევს, ვიდრე კუნძული საწვავის დეფიციტს ებრძვის, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ვაშინგტონმა კუბის ნავთობის მარაგების შეზღუდვა გადაწყვიტა.

„ჩვენ დახმარების გეგმას ვამზადებთ. ამ ეტაპზე ჩვენ მზად არ ვართ ამ საკითხის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებლად“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა.

მისივე თქმით, ოტავა კუბაში სიტუაციას აკვირდება და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მზარდი რისკით შეშფოთებულია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბაში ნავთობის მიწოდება დაბლოკა, რამაც კუნძულზე საკვებისა და ტრანსპორტის ფასები გაზარდა, რესურსების მწვავე დეფიციტი, ასევე ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

გაერო-ში განაცხადეს, კუბის ენერგეტიკული საჭიროებები თუ არ დაკმაყოფილდება, ამან შეიძლება, კუნძულოვან სახელმწიფოზე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.