გერმანიის მაღაზიებში ბანანების შეკვრებში კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანიის მაღაზიებში ბანანების შეკვრებში კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ბანანების ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს.

Deutsche Welle წერს, რომ საერთო ჯამში სუპერმარკეტების ქსელში 95 კილოგრამი ნარკოტიკი იპოვეს, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ევროს აღემატება. ბანანების ეს პარტია გერმანიაში სამხრეთ ამერიკიდან ჩავიდა.

ქალაქ მენხენგლადბახის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ სუპერმარკეტების ქსელში ეს პარტია შეცდომით მოხვდა. დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ბანანების შეკვრებში კოკაინი გერმანიაში პირველად არ აღმოუჩენიათ. მსგავსი შემთხვევა 2015 წელსაც მოხდა.