გერმანიაში Volkswagen-ის თანამშრომლები გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ

გერმანიაში Volkswagen-ის თანამშრომლები გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ

„დოიჩე ველეს“ ცნობით, პროფკავშირ IG Metall-ის მოწოდებით, 2 დეკემბერს Volkswagen-ის გერმანიაში მდებარე თხუთმეტიდან ცხრა ქარხანაში გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართება.

მედიის ცნობით, გაფიცვა თითოეული ცვლის თანამშრომლებისთვის ორ საათს გაგრძელდება.

IG Metall-ის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელის, თორსტენ გრიოგერის თქმით, ეს ნაბიჯი გადადგეს, რადგან Volkswagen კვლავ გეგმავს თნამშრომლების გათავისუფლებასა და რამდენიმე ქარხნის დახურვას გერმანიაში.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს ამოიწურა ვადა, რომელიც Volkswagen-ის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებისთვის იყო გაწერილი.

„ჩვენ კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ, მაგრამ ჩვენი გაწვდილი ხელი უარყვეს. ამას მოჰყვება გამაფრთხილებელი გაფიცვები, რომელთა იგნორირებასაც კომპანია ვერ შეძლებს“, – განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა.

გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებმა დემონსტრაციებიც გამართეს, რა დროსაც თავიანთ მოთხოვნებს გამოხატავდნენ.