გასულ ღამეს რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი პირი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი პირი დაიღუპა

გასულ ღამეს რუსეთის ქალაქ ​ნოვოროსიისკზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი პირი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა რეგიონის 29 მცხოვრებიც, რომელთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას გამოცემა „რია“ კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ ღამით ჩვენმა ჯარებმა რეგიონში მტრის მასშტაბური დრონის თავდასხმა მოიგერიეს. ძირითადი დარტყმა ნოვოროსიისკს მიაყენეს. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი“, – წერს ვენიამინ კონდრატიევი.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის თქმით, იერიშების შედეგად დაზიანდა მართლმადიდებლური ეკლესია, საბავშვო ბაღი, სამი კერძო შენობა და ხუთი საცხოვრებელი კორპუსი.