გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი: უკრაინის პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის გამო სერიოზულად შეშფოთებული ვარ

მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა უკრაინის პარლამენტის მიერ იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს.

„რადაში დღევანდელი კენჭისყრის გამო სერიოზულად შეშფოთებული ვარ. ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დაცვის ძირითადი გარანტიების დემონტაჟი უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა, აუცილებელია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. კანონის უზენაესობა რჩება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში“, - აღნიშნა ევროკომისარმა.