საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1737315015
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, ყველა ვინც არალეგალურად ჩავა გაერთიანებულ სამეფოში, დარჩენის შესაძლებლობა არ ექნება. ამის შესახებ სუნაკმა ახალი კანონპროექტის წარდგენამდე განაცხადა.
ახალი კანონპროექტი 7 მარტს უნდა წარადგინონ. მან გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად შესვლის გზები უნდა აღკვეთოს. უფრო კონკრეტულად კი, კანონი ლა-მანშის გავლით ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი მიგრანტების პრობლემის გადაჭრას უნდა მოემსახუროს.
გასულ წელს ამ გზით გაერთიანებულ სამეფოში 45 000 ადამიანი მოხვდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაზე გაცილებით დაბალია.