გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ში ჩავიდნენ

მეფე და დედოფალი

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ში ჩავიდნენ.

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ.

მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ენდრიუსის ავიაბაზიდან თეთრ სახლში გაემგზავრნენ, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი უმასპინძლებთ.

ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.