გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის Erasmus+ სტუდენტთა გაცვლით პროგრამას კვლავ შეუერთდება

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის Erasmus+ სტუდენტთა გაცვლით პროგრამას კვლავ შეუერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მხარეები ამის შესახებ დღეს შეთანხმდნენ. შედეგად, 2027-2028 აკადემიური წლისთვის ბრიტანეთის კონტრიბუცია 570 მილიონი ფუნტ სტერლინგი (760 მილიონი ევრო) იქნება.

„დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ ჩვენი ახალი პარტნიორობა ევროკავშირთან მუშაობს“, – განაცხადა ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრმა ნიკ ტომას-საიმონდმა, რომელმაც ერასმუს+ შეთანხმებას ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამარჯვება უწოდა.

„ჩვენ ორიენტირებული ვიყავით საზოგადოების პრიორიტეტებზე და უზრუნველვყავით შეთანხმება, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს შესაძლებლობას“, – განაცხადა ტომას-საიმონდმა.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, პირველივე წელს პროგრამით სარგებლობა 100 000-მდე სტუდენტს შეეძლება. პროგრამაში ქვეყნის დაბრუნება შესაძლებლობას მისცემს ათასობით სტუდენტს, სხვა ქვეყანაში ისწავლონ.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ ერასმუს+ პროგრამა ბრექსიტის გამო დატოვა.